Saturday, June 9, 2012

ტრენინგის შესახებ

მიზნები და ამოცანები
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
  • სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსის გააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.
  • ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.




სამიზნე ჯგუფი

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედ მასწავლებლებს.
  • ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე http://www.tpdc.ge/registration.


მეორე დონის ტრენინგი: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში



  • ტრენინგი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. კურსი 39 საათს მოიცავს, რომელიც 4 მოდულადაა დაყოფილი:
  • ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში
  • მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროშისწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები დათანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილითემატური ერთეული,სასწავლო პროექტი).
  • ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის მომზადება და განხორციელება
  • გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლებიგაკვეთილის სამფაზიანი მოდელის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესშიგაკვეთილის მომზადებაფიზიკური გარემოს მოწყობატექნიკური აღჭურვილობის გამართვასასწავლო მასალის/რესურსების დამზადებასწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებითსწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებითგაკვეთილის შეფასება.
  • ისტ-ით გამდიდრებული სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება 
  • პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურებიეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლებისასწავლო პროექტისდაგეგმვაისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესშითანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა დაგანხორციელებასასწავლო პროექტის შეფასება.
  • პროფესიული განვითარება ისტ-ის საშუალებით
  • მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტებიმასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო,მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესიპროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.

  • http://www.tpdc.ge