Saturday, June 9, 2012

ტრენინგის შესახებ

მიზნები და ამოცანები
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
  • სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსის გააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.
  • ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.




სამიზნე ჯგუფი

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედ მასწავლებლებს.
  • ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე http://www.tpdc.ge/registration.


მეორე დონის ტრენინგი: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“



  • ტრენინგი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. კურსი 39 საათს მოიცავს, რომელიც 4 მოდულადაა დაყოფილი:
  • ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში
  • მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში, სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები დათანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული,სასწავლო პროექტი).
  • ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის მომზადება და განხორციელება
  • გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები, გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით, სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით, გაკვეთილის შეფასება.
  • ისტ-ით გამდიდრებული სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება 
  • პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები, ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები, სასწავლო პროექტისდაგეგმვა, ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა დაგანხორციელება, სასწავლო პროექტის შეფასება.
  • პროფესიული განვითარება ისტ-ის საშუალებით
  • მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები, მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო,მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი, პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.

  • http://www.tpdc.ge